Saturday, 21 December 2013

IX დღე

დავასრულეთ: მუშაობა პორტფოლიოზე.

ავტვირთეთ: ბლოგზე საქაღალდე.

გავაკეთეთ: პრეზენტაციები.

გავიზიარეთ: რჩევები და შენიშვნები.

ძალიან საინტერესო და საჭირო კურსია. აუცილებლად გავეცნობი უფრო ღრმად და გამოვიყენებ პრაქტიკაში.

Sunday, 8 December 2013

VIII დღე

განვიხილეთ: მე-7 მოდული

აქტივობები:
  • ფასილიტაციის რესურსების შექმნა.
  • წარმატებული სასწავლო პროექტის განხორციელება
ვისწავლეთ: მასალების ატვირთვა Slideshare.com-ზე 

ვიმუშავეთ: ბლოგებში, page-ს, gajet-ს დამატებაზე.

შევქმენით: ახალი ბლოგი ჩვენი პროექტისათვის.

Saturday, 7 December 2013

VII დღე

განვიხილეთ: მე-6 მოდული.
აქტივობები:
  • ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკები
  • ვიმსჯელეთ, როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას
  • მოძებნეთ დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლისთვის
  • შევქმენით დამატებით მასალები მოსწავლეთა გეზის მისაცემად (სკაფოლდინგი)
  • ვისწავლეთ როგორ დავამატოთ Word-ში ახალი ფანჯარა developer.

  • გავაკეთეთ დღევანდელი დღის რეფლექსია

    VI დღე

    განვიხილეთ: მე4 მოდული, პედაგოგიური პრაქტიკა: მოსწავლეთა ადაპტაცია პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოში.
    შევქმენით: მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. (ბროშურა, პრეზენტაცია, ბლოგი და ა.შ.)
    გადავედეთ: ჩვენს მიერ დაწერილ პროექტის ჩარჩოს.

    V დღე

    განვიხილეთ: მე-4 მოდული, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
    ვისწავლეთ: როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები,დავამოწმოთ სურათი.
    ვნახეთ: საავტორო უფლებების ქაოსი-პრეზენტაცია.
    გავაკეთეთ: პროექტის პრეზენტაციები.

    Friday, 6 December 2013

    IV დღე

    თემა:  მოსწავლეთა ადაპტაცია პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ გარემოში.
    აქტივობები:
    • სტრატეგიების შერჩევა, პროექტების დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან, მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად.
    • მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოცემის, პრეზენტაციის, მინიენციკლოპედიის ან ბლოგის ნიმუშის შექმნა სწავლის შედეგების დემონსტრირების მიზნით
    განვიხილეთ მოსწავლის ნამუშევარი: მონსტრების შესახებ.

    Saturday, 23 November 2013

    III დღე

    ვიმუშავეთ: სასწავლო პროექტის შაბლონის შედგენაზე.


    განვიხილეთ: კონკრეტული პროექტის ნიმუში; სტანდარტების და მიზნების რუბრიკა; მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა.

    ვისწავლეთ: ზოგადი, თემატური და კონკრეტული კითხვების შერჩევა, პროექტის დაგეგმვისათვის; Google drive-ში დოკუმენტის გაზიარება.

    Sunday, 17 November 2013

    II დღე

    გავიხსენეთ: წინა დღეს მიღებული ინფორმაცია.

    გავეცანით: სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვას.რა არის საჭირო, ეფექტური სწავლებისთვის და მოსწავლეთა სასწავლო პროცესში აქტიური ჩართვისთვის (პროექტის გონივრული მონახაზის შედგენა და გააზრებული დაგეგმვა).დავინახეთ, რომ დაგეგმილი აქტივობები მოსწავლეს დაეხმარება დასახული ამოცანების მიღწევასა და ძირითადი ცნებების გაგებაში.

    განვიხილეთ ბლოკ-სქემა სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესის შესახებ, გადავხედეთ საფეხურებს შორის კავშირებს.
    შევქმენით: ჩვენი პროექტის მონახაზი,ბროშურა ჩვენი პროექტისათვის.

    ავტვირთეთ: ჩვენს მიერ შექმნილი საქაღალდე ელექტრონულ ფოსტაზე.

    Saturday, 16 November 2013

    I დღე



    მივიღეთ ინფორმაცია intel-ის სასწავლო კურსის შესახებ.

    გავეცანით: პროექტებით სწავლების შესაძლებლობებს და მიზნებს, როგორ შეიძლება გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა შესაფასებლად. 

    განვიხილეთ: ფაილი "21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები" და  რამდენიმე არსებული პროექტი.

    შევქმენით ბლოგი, I დღის შეფასებისათვის.