Saturday 23 November 2013

III დღე

ვიმუშავეთ: სასწავლო პროექტის შაბლონის შედგენაზე.


განვიხილეთ: კონკრეტული პროექტის ნიმუში; სტანდარტების და მიზნების რუბრიკა; მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების რუბრიკა.

ვისწავლეთ: ზოგადი, თემატური და კონკრეტული კითხვების შერჩევა, პროექტის დაგეგმვისათვის; Google drive-ში დოკუმენტის გაზიარება.

Sunday 17 November 2013

II დღე

გავიხსენეთ: წინა დღეს მიღებული ინფორმაცია.

გავეცანით: სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვას.რა არის საჭირო, ეფექტური სწავლებისთვის და მოსწავლეთა სასწავლო პროცესში აქტიური ჩართვისთვის (პროექტის გონივრული მონახაზის შედგენა და გააზრებული დაგეგმვა).დავინახეთ, რომ დაგეგმილი აქტივობები მოსწავლეს დაეხმარება დასახული ამოცანების მიღწევასა და ძირითადი ცნებების გაგებაში.

განვიხილეთ ბლოკ-სქემა სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესის შესახებ, გადავხედეთ საფეხურებს შორის კავშირებს.
შევქმენით: ჩვენი პროექტის მონახაზი,ბროშურა ჩვენი პროექტისათვის.

ავტვირთეთ: ჩვენს მიერ შექმნილი საქაღალდე ელექტრონულ ფოსტაზე.

Saturday 16 November 2013

I დღე



მივიღეთ ინფორმაცია intel-ის სასწავლო კურსის შესახებ.

გავეცანით: პროექტებით სწავლების შესაძლებლობებს და მიზნებს, როგორ შეიძლება გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა შესაფასებლად. 

განვიხილეთ: ფაილი "21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები" და  რამდენიმე არსებული პროექტი.

შევქმენით ბლოგი, I დღის შეფასებისათვის.